17 აგვისტო 2026,   17:06
ვრცლად
სააკაშვილის წერილი და დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - ოპოზიციაში განხეთქილება და ურთიერთბრალდებები ფინანსურ და პოლიტიკური კავშირების გამო დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ოპოზიციაში დისონანსის შეტანისა და მორიგი საარჩევნო მარცხის მიღმა ექს-პრემიერ გილაურს და ნაცმოძრაობის ყოფილ ლიდერ პავლე კუბლაშვილს ხედავენ, მისივე პარტიაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ღიად ამბობენ, რომ კითხვები პარტიის ახალი დაფინანსების წარმომავლობასთან დაკავშირებით მათი ქმედებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან „ნაცმოძრაობის“ მეორედ გაყოფამ რეალურად საერთო ოპოზიციური ინტერესები დააზიანა.

გილაურს, კუბლაშვილს და სხვა ყოფილ თანაგუნდელებს საპატიმროდან ვრცელი წერილი მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მიუძღვნა. პატიმარი ექს- პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ "ნაცმოძრაობის" განაყოფები წლებია მისი სახელის დისკრედიტირებას მიზანმიმართულად ცდილობენ. მეტიც, სააკაშვილმა საკუთარი მთავრობის ყოფილი პრემიერის რუსეთთან კავშირიც არ გამორიცხა.

სააკაშვილისთვის პასუხი თავად ნიკა გილაურს ჯერ არ გაუცია. დუმს მის მიერ დაფინანსებული „ახალიც“. მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ განაყოფებს ოპოზიციური სპექტრის მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევენ სხვა პარტიები. მათი აზრით, 4-მა ოქტომბერმა ხელისუფლების პოზიციები გაამყარა, რაზეც პასუხისმგებელი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და მოქმედი წევრები არიან.

დაპირისპირებას ოპოზიციაში კლანებს შორის ბრძოლად მიიჩნევს მმართველი გუნდი. „სახელისუფლებო პარტიაში“ ამბობენ, რომ სააკაშვილი, გილაური, კუბლაშვილი თუ სხვები ერთი მედლის ორი მხარეა. რეალურად კი ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიურ განშტოებას წარმოადგენს, რაც „ქართული ოცნების“ წევრების აზრით 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ოპოზიციის ერთი ნაწილი 4 ოქტომბერს მუნიციპალურ არჩევნებში დამარცხდა, მეორე ნაწილმა კი იმავე დღეს რევოლუციის მოწყობა პრეზიდენტის სასახლეზე წარუმატებელი შტურმით სცადა. დღეს კი ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკური წარუმატებლობის მიზეზებს საკუთარ რიგებში ეძებენ.

დღის ამბები