17 აგვისტო 2026,   23:59
ვრცლად
"მომავალი წელი იქნება ჭეშმარიტების მომენტი ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მოლაპარაკებების დასრულების ამბიციური გეგმები წარმოადგინა - დიდი ამბიციები დიდ მოლოდინებსაც ნიშნავს" - მარტა კოსი

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. პაკეტი ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს წარუდგინა. ანგარიში შეფასებულია კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებში გატარებული რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები.

ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს პოლიტიკური კურსი და დაბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გაფართოების ანგარიშის გაცნობის შემდეგ ევროპარლამენტში ამ თემაზე გაიმართა დებატებიც.

"საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი, რათა უპასუხოს საკუთარი მოქალაქეების ევროპული მომავლის მოთხოვნას.

ევროკავშირის საბჭოს შარშანდელი დასკვნების შემდეგ, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ფაქტობრივად შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და იმის გათვალისწინებით, რომ მას შემდეგაც გრძელდება უკუსვლა ფუნდამენტურ მიმართულებებში, კომისიის შეფასებით, საქართველო მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა.

მომავალი წელი იქნება ჭეშმარიტების მომენტი ყველა კანდიდატ ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მოლაპარაკებების დასრულების ამბიციური გეგმები წარმოადგინა - დიდი ამბიციები დიდ მოლოდინებსაც ნიშნავს, - აღნიშნა მარტა კოსმა.

დღის ამბები