17 აგვისტო 2026,   16:36
ვრცლად
პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა დაიწყება

სარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო კომიტეტებში "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და მისი თანდართული მასალების განხილვა დაიწყება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის განხილვა 4-10 ნოემბერს გაიმართება.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაციაში გაატარა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას მიერ წარდგენილი საპარლამენტო უმრავლესობის განახლებული სია და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარდგენილი საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სია.

დღის ამბები