19 ივნისი 2026,   03:02
ვრცლად
უკრაინის რეგიონების ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ბოლო 24 საათის განმავლობაში 170-მდე შეტაკება მოხდა

უკრაინაში ომი გრძელდება. ამ წუთებში ქვეყნის რეგიონების ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაზე. დრონის აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ინტენსიური ცეცხლი არ წყდება ფრონტის ხაზზე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 11 საბრძოლო მიმართულებით მხარეებს შორის 170-მდე შეტაკება მოხდა.

დღის ამბები