17 აგვისტო 2026,   20:04
ვრცლად
"რუსთავი 2" იყო პიონერი ასეთი პროექტების. ჟიური არის კომპეტენტური, საინტერესო და მრავალმხრივი" - მეგაშოუ "საქართველოს ხმა", მეორე სეზონით, 4 ნოემბრიდან ბრუნდება

ახალი თაობის მუსიკალური ტალანტების აღმოსაჩენად "რუსთავი 2-ზე" მეგაშოუ "საქართველოს ხმა" ბრუნდება.

პროექტის მეორე სეზონზე ბევრი სიახლეა, თუმცა უცვლელია მთავარი - ჟიურიმ უნდა შეარჩიოს 10 კონკურსანტი, რომელიც პირველობისთვის იბრძოლებს. გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება, რომელიც მთავარ ტიტულთან -"საქართველოს ხმასთან" ერთად თბილისში ბინას მიიღებს.

მონაწილეებს შორის არიან საქართველოს რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები, კონსერვატორიისა და მუსიკალური სკოლების სტუდენტები, მომღერლები, რომლებსაც უკვე აქვთ სასცენო გამოცდილება და ისეთებიც, რომლებიც პირველად დგამენ ნაბიჯს მუსიკალურ სამყაროში.

მეგაშოუს მეორე სეზონი სამშაბათს, 4 ნოემბრიდან დაიწყება.

მედია ჰოლდინგის "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის განცხადებით, ტელეკომპანია ყოველთვის იყო მსგავსი გადაცემების ნოვატორი, შესაბამისად, იგი უბრუნდება თავის ტრადიციებს.

"რუსთავი 2" სეზონის დასაწყისში უბრუნდება ტრადიციულ მდგომარეობას და შეჰყავს მეგაპროექტი. როგორც იცით "რუსთავი 2" იყო პიონერი ასეთი პროექტების და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს არხზე "საქართველოს ხმა" აიღებს სტარტს. ჟიური არის კომპეტენტური, საინტერესო და მრავალმხრივი, რაღაც ეტაპზე უკვე მათ აფასებს ხალხი - ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი, იმიტომ, რომ ეს ხალხია ის ამბავი, რისთვისაც მათ უნდა გააგრძელონ შემოქმედება და ვისგანაც ტაში უნდა მიიღონ", - აღნიშნა ბაკურ ბაკურაძემ.

დღის ამბები