19 ივნისი 2026,   01:51
ვრცლად
უკრაინამ 2022 წელს, ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილ 5 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაასახელა

უკრაინამ 2022 წელს, ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილების - 5 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაასახელა.

ეჭვმიტანილები რუსეთის არმიის 76-ე დივიზიის 234-ე საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე პოლკის წევრები არიან.

გამომძიებლების თქმით, ქალაქის ოკუპაციის დროს მათ 17 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს, აწამეს ადამიანები და დანაშაულის დაფარვა გარდაცვლილთა ცხედრების დაწვით სცადეს.

ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

"ყველა, ვინც უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილეობდა, დაისჯება", - განაცხადა მთავარმა სადაზვერვო დირექტორატმა.

დღის ამბები