დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო შეიკრიბა. თვითმმართველ ორგანოში თავმჯდომარედ ზუგდიდის ყოფილი მერი, მამუკა წოწერია აირჩიეს. აირჩიეს მისი სამი მოადგილეც. სამივე "ქართული ოცნების" წარმომადგენელია.
უმრავლესობის წევრებისგან დაკომპლექტდა ასევე ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". 50 კაციან საკრებულოში 48 წარმომადგენელი სწორედ მმართველ პარტიას ჰყავს, "ლელოსა" და გახარიას პარტიას კი თითო-თითო. მათგან დღევანდელ სხდომას მხოლოდ "ლელოს" წევრი დაესწრო, თუმცა კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიუღია.