07 აგვისტო 2026,   16:29
ვრცლად
ბათუმში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

ბათუმში ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. აირჩიეს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. ივანე მაისურაძე თვითმმართველ ორგანოს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირეს ფრაქციებიც.

მეექვსე მოწვევის საკრებულო 25 წევრისგან შედგება, რომელთაგან 22 "ქართული ოცნების" სახელითაა შესული. თითო წევრითაა წარმოდგენილი "გირჩი", "ლელო" და "გახარია საქართველოსთვის". მანდატის შეჩერებაზე საკრებულოს დღეს გახარიას პარტიის წევრმა ჯემალ ანანიძემ მიმართა, ის პარტიის საპარლამენტო სიაშია.

დღის ამბები