გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და სამუშაო შეხვედრა გამართა.
ოფისში ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი კიდევ რამდენიმე ობიექტს მოინახულებს და გახსნის ციტრუსის საკოორდინაციო შტაბს.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია, რომელიც თავისი შინაარსით და ხარისხობრივად არის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური ლაბორატორია შავი ზღვის აკვატორიაში, გვძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ გარემოს და გვქონდეს შესაძლებლობა იმის, რომ მონიტორინგის ქვეშ უზრუნველვყოთ განვითარება, სწორი პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირებები," - განაცხადა დავით სონღულაშვილი.