21 ივნისი 2026,   15:52
ვრცლად
ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება, შესაძლოა, რუსეთ-ევროპის ომის მაუწყებელი გახდეს

რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება, შესაძლოა, რუსეთ-ევროპის ომის მაუწყებელი გახდეს - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ორბანმა აღნიშნა, მან საკუთარი თვალით ნახა, რომ დღეს ყველა ევროპელი ლიდერი ომზე ფიქრობს.

"ბრიუსელს ახალი სასწაულმოქმედი იარაღი გაუჩნდა: ევროპაში არსებული რუსული სავალუტო რეზერვების ჩამორთმევა და გამოყენება. ეს რუსეთ-ევროპის კონფლიქტია და ის, შესაძლოა, ომის წინაპირობაც იყოს. კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა რუსეთ-ევროპის პირდაპირი მოლაპარაკებებია", - წერს ვიქტორ ორბანი.

დღის ამბები