18 აგვისტო 2026,   00:05
ვრცლად
"ჩვენ რომ არ ვზრუნავდეთ კორუფციის აღმოფხვრაზე, პოლიტიკურად ეს ჩვენ გვირტყამს და ამ ყველაფერს ასე დღის შუქზე არ გამოვიტანდით" - ლევან მაჭავარიანი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე

"ქვეყანა არ არსებობს, სადაც კორუფცია არ არის. ჩვენ, 2024 წლის მონაცემებით, ევროკომისიის მონაცემებზე მაქვს საუბარი და ა.შ. სადღაც 6-7 ევროკავშირის ქვეყანას ვასწრებდით და ჩვენი ამბიციური გეგმა არის, რომ ტოპ 3 ქვეყანაში შევიდეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ 1-2 წელიწადში შევალთ კიდევაც", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებით მიმდინარე გამოძიებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ზრუნავს ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრაზე. 

"ქვეყანა არ არსებობს, სადაც კორუფცია არ არის. ჩვენ, 2024 წლის მონაცემებით, ევროკომისიის მონაცემებზე მაქვს საუბარი და ა.შ., სადღაც 6-7 ევროკავშირის ქვეყანას ვასწრებდით და ჩვენი ამბიციური გეგმა არის, რომ ტოპ 3 ქვეყანაში შევიდეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ 1-2 წელიწადში შევალთ კიდევაც. ეს ფაქტები არის ძალიან მძიმე, გუნდისთვის ძალიან დამაზიანებელი. პოლიტიკურად გაზიანებს, მაგრამ მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს, რომ მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემობრუნდა და ვისაც ახსოვს მისი გამოსვლა და რითიც მან დაასაბუთა თუ რატომ შემობრუნდა პოლიტიკაში, ძირითადი აქცენტი მან გააკეთა კორუფციაზე. ახლა შევხედოთ ამ 2 წლის განმავლობაში რა მოხდა. ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი. იმ დღიდანვე აბსოლუტურად ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. იმ დღიდანვე შეიცვალა პირდაპირი წესით პრივატიზირების პრაქტიკა, ბატონმა კობახიძემ ჩამოაყალიბა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს კორუფციის გამოვლენასა და აღმოფხვრაზე, გაძლიერდა აუდიტის სამსახური და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად გადავიდა ბატონი გაბიტაშვილი თავისი უზარმაზარი გამოცდილებით; ბატონი მამუკა მდინარაძე გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ძალიან ბევრი მინისტრი შეიცვალა მინისტრთა კაბინეტში და მოდი გადავხედოთ მინისტრებს, თუ ვის მიმართ არსებობს თუნდაც რაიმე ტიპის ჭორი კორუფციაზე ან ა.შ. ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა ამ 2 წლის განმავლობაში, ერთი ხელის მოსმით ეს ვერ შეიცვლებოდა.

ოპოზიცია ყველა წევრზე - პარლამენტის იქნება თუ მთავრობის, ათას ისტორიას იძახის და შეიძლება ვიღაცაზე რაღაცა ერთი დაემთხვეს, ასე ვთქვათ. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, ეს არის ძალიან ცუდი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა და უკვე ვიცით დადასტურებულად, რომ კიბატონო, უკანონო შემოსავლების ლეგალიზება მოახდინა, ძალიან ცუდია.

ჩვენ რომ არ ვზრუნავდეთ კორუფციის აღმოფხვრაზე, პოლიტიკურად ეს ჩვენ გვირტყამს და ამ ყველაფერს ჩვენ ასე დღის შუქზე არ გამოვიტანდით. იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი კობახიძის, შემთხვევით არ მიხსენებია, პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენ ტოპ 3 ქვეყანაში უნდა შევიდეთ რამდენიმე წელიწადში, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს ვდგამთ იქიდან მოყოლებული, რაც ბატონი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილს მე ვერ დავუკარგავ იმ ძალიან მაგარ საქმეებს, რაც "ქართული ოცნებისთვის" აქვს გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ მან ასეთი რაღაც გააკეთა, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმე არის, ჩვენი ლიდერი გახლდათ და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა იმას ნამდვილად ვერ დავუკარგავ ირაკლი ღარიბაშვილს თუ როგორ მყარად იდგა იგი პრემიერობის დროს, როდესაც ჩვენ ბეწვის ხიდზე ვიარეთ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და არც ერთმა ქართველმა ეს არ უნდა დაუკარგოს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებს იმას, რაზეც მას ბრალი აქვს წაყენებული და რა ბრალდებაც მან აღიარა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

დღის ამბები