საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის თავზე რუსთაველზე გამართული აქცია ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და გიგა ბოკერიას შორის იყო კამათი, რაც რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის პლაკატების გამოჩენამ გამოიწვია.
ოპოზიციურ პარტიებში ისმის ბრალდებები ერთმანეთის მიმართ. "ქართული ოცნება" კი, მორიგ ჩავარდნილ აქციაზე საუბრობს და იხსენებს 26 ოქტომბრამდე ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების განცხადებებს, რომ გუშინ დაანონსებული აქცია მრავალათასიანი უნდა ყოფილიყო.
"აქცია პროტესტის ერთგვარი სიცოცხლისუნარიანობის ტესტი იყო იმ დიდი ტრავმიდან გამომდინარე, რაც 4 ოქტომბერს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ავანტიურის შედეგად პროტესტმა მიიღო. შეძლო აქციამ იმ ამოცანის შესრულება, რომ პროტესტი ისევ ცოცხალია და გრძელდება.
სააკაშვილი ყოველთვის ცდილობს, რომ დააზიანოს ყველაფერი ის, სადაც ის ყურადღების ცენტრში არ არის. მოვედით, დავდექით და იქ 8 ცალი ორგანიზატორებშიც რომ არ ყოფილან, ეს რაღაც ხბომადიდებელი დაგვხვდა და გვატენიდა თავიანთი პიროვნების კულტის სურათებს. ამ დემოკრატიულ ენერგიას თუ ზემოდან მოხვეული კერპებით ხელს შევუშლით, ისევ თავს დაიზიანებს. სააკაშვილის თვითდესტრუქცია მისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ქვეყანას მას ვერ გადავაყოლებთ", - აცხადებს პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი.
"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ თევზაძე ამბობს, რომ მომავალში უფრო მეტი ადამიანი გამოვა აქციაზე თუ ნაკლები, მაინც საბოლოო ჯამში ბევრი მონაწილეა.
"იყო მზაობა იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაიხიოს უკან საბოლოო ჯამში იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში მას იძულებით მოუწევს ამის გაკეთება. ვართ იმდენი, რამდენიც ვართ და მომავალში უფრო მეტი იქნება თუ უფრო ნაკლები მაინც ბევრად ჩაითვლება იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი ვართ", - აცხადებს