20 ივნისი 2026,   11:51
ვრცლად
საფრანგეთის პირველი ლედის სექსისტური კიბერბულინგის ბრალდებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი დღეს იწყება

საფრანგეთის პირველი ლედის სექსისტური კიბერბულინგის ბრალდებით სასამართლო 10 ადამიანს გაასამართლებს. გამოცემა "ფრანს 24-ის" ინფორმაციით, პროცესები დღეს იწყება.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ფრანგული მედია წერს, რომ ბრიჯიტ მაკრონის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული მოიცავს სქესთან დაკავშირებულ ბრალდებებს. საქმის პროკურორის თქმით, ეჭვმიტანილებმა მაკრონის სქესსა და სექსუალობაზე შეურაცხმყოფელი კომენტარები გაავრცელეს და წყვილის ასაკობრივ სხვაობას "პედოფილია" უწოდეს.

საფრანგეთის პირველმა ლედიმ სასამართლოში საჩივარი 2024 წლის აგვისტოში შეიტანა.

დღის ამბები