მსოფლიო დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის მოლოდინშია, რომელიც გიონჯუში გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტი უკვე აზიაშია. ის მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტს ესწრება.
აზიაში ვიზიტის ფარგლებში, შტატების პრეზიდენტი იაპონიაშიც ჩავა და შეხვედრას გამართავს ქვეყნის ახალ კონსერვატორ ლიდერთან, ასევე დაესწრება სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის ლიდერების სამიტს.
ამერიკის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა კატარის ემირსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. დონალდ ტრამპის შუამავლობით შედგა სამშვიდობო შეთანხმება ტაილანდსა და კამბოჯას შორის.
დოკუმენტი მალაიზიაში გააფორმეს, ხელმოწერის ცერემონიას თავად აშშ-ის პრეზიდენტიც დაესწრო.