მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა-შსს განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული დ.ა., 1965 წელს დაბადებული პ.ც და 1983 წელს დაბადებული მ.მ.
ასევე, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი 1977 წელს დაბადებული შ.კ. და 1982 წელს დაბადებული კ.კ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები - "მეთადონი"; "სუბოქსინი", "მარიხუანა" და "კანაფი".
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.