15 აგვისტო 2026,   20:45
ვრცლად
ავანგარდული წარმოდგენები, კლასიკური ტრადიციები და ექსპერიმენტული ნამუშევრები - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებს საქართველოში მასპინძლობს

ავანგარდული წარმოდგენები, კლასიკური ტრადიციები და ექსპერიმენტული ნამუშევრები თანამედროვე ევროპული თეატრი - სამი ათეული წელია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებს საქართველოში მასპინძლობს.

წლევანდელი სეზონი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე, იაპონური წარმოდგენით გაიხსნება. ბუტოს უნიკალური გამომსახველობითი ფორმით გადმოცემული ნამუშევარი მინიმალისტური მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

2025 წლის ფესტივალი განსაკუთრებულ ყურადღებას თანამედროვე იტალიურ თეატრსა და წარმოდგენებს დაუთმობს.

"წასული" - ამ სახელწოდების სპექტაკლის რეჟისორებისთვის შთაგონების წყაროდ ემიგრაციაში წასული ქართველები გახდნენ. დადგმა თუმანიშვილისა და ემილია რომანის ეროვნული თეატრის კოპროდუქციაა.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" 1997 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში "საჩუქარმა" ინტელექტუალურად მრავალფეროვანი პროგრამა შექმნა და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმად ჩამოყალიბდა.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა მსახიობების აღმოჩენა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობაა. წლევანდელი წელი გამორჩეულია იმითაც, რომ ფესტივალი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს ოფიციალურად გადაეცა.

ფესტივალი 25 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ქართველი მაყურებელი კი ერთი თვის განმავლობაში საერთაშორისო წარმოდგენებს და პრემიერებს იხილავს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები