"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, როგორც პოლიტიკური პერსონა და როგორც პოლიტიკური პროექტი, ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ ჩაეფუშა, რადგან დღეს, ყველასთვის ცხადზე ცხადია, რომ ეს ადამიანი ჯიბის ოპოზიციის როლს დაიკავებს".
როგორც თინა ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, მას დიდი იმედი აქვს, რომ "ლელო" ასეთ ღალატს ხელს არ მოაწერს და საკრებულოში არ შევა.
"გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკოსი, როგორც პოლიტიკური პერსონა და როგორც პოლიტიკური პროექტი, ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ ჩაეფუშა, რადგან დღეს, ყველასთვის ცხადზე ცხადია, რომ ეს ადამიანი ლეღვის ფოთლის ფუნქციას შეითავსებს და ჯიბის ოპოზიციის როლს დაიკავებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "ლელო" ასეთ ღალატს ხელს არ მოაწერს. არჩევნებში რომ მონაწილეობდნენ ეს იყო უდიდესი შეცდომა და მე ეს არაერთხელ მითქვამს. მართლა მაინტერესებს, სულ ცოტა ხნის წინ, პოლიტიკური ქორწინება რომ გააფორმა "ლელომ" ამ მოღალატე, ნაძირალასთან, რომელმაც ამდენ ხალხს სახეში შეაფურთხა, პარლამენტის თბილი სკამი და ჯიბის ოპოზიციონერობა აირჩია, რას ფიქრობენ ამ ნაძირალასთან ახლად გაფორმებულ პოლიტიკურ ქორწინებაზე, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ გააფორმა "ლელომ". იქ ბევრი ადამიანია, რომელსაც პატივს ვცემ და მქონდა ერთ დროს იმის იმედი, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, სიმართლის მხარეს დავდგებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, კოლაბორაცია, თანამშრომლობა აირჩიეს რეჟიმთან, მათ შორის, ამ გაიძვერასთან", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.