17 აგვისტო 2026,   18:47
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილმა ჩეხეთსა და გერმანიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩეხეთსა და გერმანიაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან შეხვედრა გამართა. მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსლან აბაშიძე, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ალექსანდრე კარტოზია დაინიშნნენ.

რუსლან აბაშიძესა და ალექსანდრე კარტოზიასთან შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

დღის ამბები