20 აგვისტო 2026,   13:41
ვრცლად
"ამბავი უცნობი გმირისა" - ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

"ამბავი უცნობი გმირისა" - ამ სახელწოდებით, ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

ფილმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, აფხაზეთში, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემულ ზურაბ გურჩიანს მიეძღვნა.

2021 წლის 1 აპრილს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას, სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის, ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა.

დღის ამბები