24 აგვისტო 2026,   03:11
ვრცლად
"ის არის ერთ-ერთი მწამებელი, რომელიც ქმნიდა რეჟიმს, სადაც სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები" - არჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიაზე

4 ოქტომბრის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოძიების კითხვებს დღეს თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა.

"ფედერალისტების" ლიდერის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, მისივე განცხადებას უკავშირდება. ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის სცენარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განიხილავდნენ და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.

სასამართლოში დღეს გამოკითხვაზე კიდევ რამდენიმე პირი იმყოფება.

საკითხს ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და აქცენტს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, ბაჩო ახალიაზე აკეთებს. არჩილ გორდულაძის განცხადებით, ბაჩო ახალია არის ერთ-ერთი მწამებელი, რომელიც ქმნიდა რეჟიმს, სადაც სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები.

"ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერი იყო მშვიდობიანი აქციაო. დიახ, ბაჩანასთვის ეს მშვიდობიანი აქცია იყო, მშვიდობიანად ჩადენილი დანაშაული, შეჭრა, თავდასხმა, შტურმი სტრატეგიულ ობიექტზე, იქიდან გამომდინარე, თუ რა მავნებლობები აქვს კონკრეტულად ბაჩო ახალაიას ჩადენილი, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ის არის ერთ-ერთი მწამებელი, რომელიც ქმნიდა რეჟიმს, სადაც სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები.

რა როლი ჰქონდა მას ქვეყნის გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში, ეს სამართალდამცველი ორგანოების დასადგენია და მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები