ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ინფორმირებულობის პრობლემა კი არ არის, აქ უბრალოდ მათი [დასავლეთის] მიზანია, რომ შენ შეგცვალონ მათი მიზნებისთვის საჭირო და მორჩილი ხელისუფლების მოყვანის მიზნით, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთთან ურთიერთობები მხოლოდ მათი მხრიდან საქართველოში არსებული რეალური სურათის გათვალისწინებით დალაგდება.
"აქ დალაგდება ეს ყველაფერი მხოლოდ რეალური სურათის გათვალისწინებით. თქვენ გგონიათ, რომ ვინც დასავლეთში დამხობის მხარდამჭერ ან სხვ ამდაგვარ განცხადებებით თუ პოლიტიკით არის დაკავებული, ან საქართველოს კანონმდებლობა არ იციან, ან რეალურად არჩევნები როგორ ჩატარდა ის არ იციან, ან ეუთო/ოდირის დასკვნები არ აქვთ წაკითხული, ან "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობები არ იციან თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მათ ლიდერებთან დაკავშირებით და ა.შ.?
ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ინფორმირებულობის პრობლემა კი არ არის, აქ უბრალოდ მათი [დასავლეთის] მიზანია, რომ შენ შეგცვალონ მათი მიზნებისთვის საჭირო და მორჩილი ხელისუფლების მოყვანის მიზნით.
როცა დაინახავენ, რომ ამას ვერ ახერხებენ, და ინტერესების საქართველოსთან დაკავშირებით ბუნებრივია აქვთ, გარდა მარტო იმისა, რომ მეორე ფრონტი ყოფილიყო, ამის შემდეგ, რა თქმა, უნდა რეალ პოლიტიკა მერე თავის გზას გაკვალავს და, გინდა-არ გინდა, ეს ურთიერთობები, საუბარი რაღაც დონეზე დაიწყება, რომელიც, იმედს ვიქონიებთ, რომ უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობაში გადაიზრდება“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.