მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, რომელიც პრევენციულ ხასიათს ლგბტ პროპაგანდის შემთხვევაში და რომელიც არაერთხელ გახდა ევრობიუროკრატების კრიტიკის მიზეზი. უმრავლესობის შეფასებით, საქართველო არ აპირებს ამ კანონის უკან გაწვევას.
"ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
"მივიღეთ ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონი, რომელიც პრევენციულ ხასიათს ატარებს, ზუსტად ასეთი ტიპის პროპაგანდისთვის, შესაბამისად სწორედ ამან გამოიწვია უამრავი ევრობიუროკრატის კრიტიკა. ჩვენი პოზიცია იცის ყველამ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ კანონის უკან გაწვევას.
2030 წელს ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და ამ კურსს არ ვუხვევთ," - აცხადებს მაჭავარიანი.