19 ივნისი 2026,   08:26
ვრცლად
ათი ათასობით პალესტინელი სახლში ბრუნდება - ისრაელმა გაეროს თანხმობა მისცა 12 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში ჰუმანიტარული დახმარება შეიტანოს

ათი ათასობით პალესტინელი სახლში ბრუნდება. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა გადაწყვეტილება "ცაჰალსა" და "ჰამასს შორის" ზავის ამოქმედების შემდეგ მიიღეს.

აგრეთვე, ისრაელმა გაეროს თანხმობა მისცა 12 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში ჰუმანიტარული დახმარება შეიტანოს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ისრაელმა ჯარები საზავო ხელშეკრულებით შეთანხმებული ხაზის უკან გაიყვანა, რის შემდეგაც ანკლავის სამხრეთ ნაწილებიდან ჩრდილოეთისკენ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დაბრუნება თავისუფლად შეუძლიათ.

დღის ამბები