"პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ, რომ საკუთარი პირადი და პარტიკულარული ინტერესი, სამშობლოზე წინ არ უნდა დააყენონ, რაც არ უნდა სიკეთეებს ჰპირდებოდეთ მათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა - ამის შესახებ, გადაცემაში "ისტორია დეტალებში", საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ნანა დევდარიანმა განაცხადა.
"პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ, რომ საკუთარი პირადი და პარტიკულარული ინტერესი, სამშობლოზე წინ არ უნდა დააყენონ, რაც არ უნდა სიკეთეებს ჰპირდებოდეთ მათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. საქართველო, საერთოდ უკვდავია, ვერავის პირად და პარტიულ ინტერესებს ვერ და არ გადაჰყვება. ჯერ კიდევ არიან ამ ქვეყანაში ადამიანები და არც თუ ცოტა, ვინც ამას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს,"- განაცხადა ნანა დევდარიანმა.