18 აგვისტო 2026,   00:05
ვრცლად
ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი სახის დოკუმენტაცია-თამარ ბეჟუაშვილი

საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 4-ი ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირი. ადვოკატების ნაწილი, მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

სრულად დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა. პარალელურად ბრალის წარდგენის პროცედურის დასრულების შემდეგ, ზაჰესის იზოლატორი უკვე დატოვა ადვოკატების ნაწილმა.

პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის თქმით, დაცვის მხარეს ბრალდებულთა "ფორმა 100" არ წარმოუდგენიათ.

"სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს რიგი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმები და სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი სახის დოკუმენტაცია. მოვუწოდებ დაცვის მხარეს, თუ აქვთ მსგავსი დოკუმენტაცია წარმოადგინონ.

სამი "ფორმა 100" იყო წარმოდგენილი, ვნახეთ რომ ბრალდების მხარისთვის დაცვის მხარეს არცერთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, რას ემსახურებოდა ეს არ ვიცი,"- აცხადებს პროკურორი.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები