საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, "მეგობარი აქტის" ჩავარდა ნიშნავს იმას, რომ აშშ-ში არასაკმარისად მიიჩნიეს ამ აქტში მოყვანილი აბსურდული ფაქტები და მიხვდნენ, რომ ეს იყო აბსოლუტური სიცრუე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს არ შეეფერებოდა მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივის მიღება.
მისი შეფასებით, ეს ერთ-ერთი კარგი ნიშანია იმისა, თუ როგორ ხდება საღი აზრის გამოღვიძება და ურთიერთობების პრაგმატულ ჭრილში გადასვლა.
"ის ფაქტი, რომ "მეგობარი აქტი" ჩავარდა ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, აშშ-ში არასაკმარისად მიიჩნიეს ამ აქტში მოყვანილი აბსურდული ფაქტები და მიხვდნენ, რომ ეს იყო აბსოლუტური სიცრუე და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს არ შეეფერებოდა მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივის მიღება. შესაბამისად, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ ჩავარდა, იმდენად არ ასახავდა ეს აქტი რეალობას და იმდენად აცდენილი იყო რეალურ ფაქტებს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი კარგი ნიშანია იმისა, თუ როგორ ხდება საღი აზრის გამოღვიძება და ურთიერთობების პრაგმატულ ჭრილში გადასვლა", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.