17 აგვისტო 2026,   19:30
ვრცლად
"მეგობარი აქტის" მიღებას რა პროცედურული ნაწილიც არ უნდა დასჭირდეს და როგორც არ უნდა გაიწელოს დროში, მხარდაჭერა ექნება - ანა წითლიძე

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა წითლიძის შეფასებით, "მეგობარი აქტის" მიღებას რა პროცედურული ნაწილიც არ უნდა დასჭირდეს და როგორც არ უნდა გაიწელოს დროში, მხარდაჭერა ექნება.

"მეგობარი აქტის" მიღებას რა პროცედურული ნაწილიც არ უნდა დასჭირდეს და როგორც არ უნდა გაიწელოს დროში, "მეგობარ აქტს" ექნება მხარდაჭერა, საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი ამერიკელებისა. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან მე იმედი მაქვს იმისი, რომ აშშ-ის პოზიცია იქნება ის, რაც არის ახლა", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო - დოკუმენტიდან საქართველოს შესახებ "მეგობარი აქტის" ჩანაწერი ამოღებულია.
დღის ამბები