13 აგვისტო 2026,   05:11
ვრცლად
2024 წელს, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 7.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი, გასულ წელთან შედარებით, 7.6%-ით გაიზარდა და 1,332 ლარი შეადგინა.

2024 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32%-ით ნაკლებია.

ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ინფორმაცია, კომუნიკაცია და მშენებლობა.

დღის ამბები