21 აგვისტო 2026,   11:31
ვრცლად
მატერია - ინვესტიცია სასურველ ყოველდღიურობაში

ცხოვრების სწრაფი ტემპი, მუდმივი განვითარება და სიახლეებისაკენ სწრაფვა წარმატებული ადამიანების ყოველდღიურობაა. ამიტომ, მათ სჭირდებათ სივრცე, რომელსაც არ ერქმევა მხოლოდ სახლი, არამედ ადგილი, სადაც სიმშვიდის მოპოვება, ჰარმონიის შეგრძნება და მოგონებების შეგროვება იქნება შესაძლებელი მათთან ერთთან, ვინც მნიშვნელოვანია.

ამ ბალანსის საპოვნელად შეიქმნა დეველოპერული კომპანია "მატერია". აქ ინვესტიცია არის ზრუნვა საკუთარ კომფორტზე, კეთილდღეობასა და მომავალზე.

რას ეფუძნება "მატერიას" ხედვა?

დეველოპერული კომპანია Materia სიმდიდრესა და პრესტიჟს მხოლოდ მატერიალურ საგნებთან არ აკავშირებს. კომპანიის ხედვის თანახმად, ფუფუნება ის უკომპრომისო შესაძლებლობა და თავისუფლებაა, რომელიც ადამიანებს საკუთარი სურვილების შესაბამისად მოქმედების საშუალებას აძლევს. სწორედ ამიტომაა, რომ პროექტები სრულად ერგება თავისუფალი ცხოვრების სტილს, სადაც ადამიანი შეზღუდული არ არის.

ამაზე დიდი ფუფუნება კი საერთო ღირებულებებისა მქონე სოციუმის არსებობაა, სადაც ადამიანები ცხოვრების საერთო სტილს იზიარებენ.

ამრიგად, Materia-ს საცხოვრებელი კომპლექსები იმ ადამიანებისთვის იქმნება, რომლებიც დაცულ, კომფორტულ და პრემიუმ საცხოვრებელ გარემოს ეძებენ. ისინი ხარისხს, ესთეტიკასა და რაც მთავარია, საკუთარ კომფორტს, სიმშვიდესა და დროს აფასებენ. კომპანიის მთავარი ფილოსოფიაც სწორედ ეს არის — ის ქმნის მატერიას, რომელსაც მომხმარებელი აქცევს სახლად.

პროექტები, რომლებიც თქვენს სურვილებს პასუხობს

იდეალური ცხოვრების სტილი ყველასთვის ინდივიდუალურია და განსხვავებულ მოთხოვნებს ეფუძნება, ამის გამო კომპანიამ პროექტები სამ ძირითად, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მიმართულებად დაყო.

Materia Living-ი ოქროყანასა და კრწანისში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს აერთიანებს. ეს არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც ქალაქთან ახლოს, თუმცა ბუნებითა და სიმშვიდით მოცულ გარემოში ცხოვრება სურს.

ამ მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია “Outlook Forest მატერიასგან” კრწანისის პრესტიჟულ, დიპლომატიურ უბანში. ეს არის 28-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მაცხოვრებლებს სთავაზობს არა მხოლოდ პრემიუმ კლასის 250 აპარტამენტს ქალაქისა და ტყის პანორამული ხედებით, არამედ სრულყოფილ, დასრულებულ ინფრასტრუქტურას.

აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის კომპლექსში გათვალისწინებულია:

 

  • 2 პადელის კორტი
  • სავარჯიშო დარბაზი
  • ორთქლისა და ფინური საუნები
  • Rooftop-ზე განთავსებული ღია აუზი
  • ტერიტორიას მოემსახურებიან მინივენები, რომლებიც მგზავრებს გორგასალის ქუჩამდე მიიყვანენ

საქმიანი შეხვედრებისა და მუშაობისთვის კი მოეწყობა:

 

  • ბიზნეს ლაუნჯი
  • შეხვედრების ოთახები
  • ქო-ვორქინგ სივრცე ბიბლიოთეკით.

განტვირთვისთვის კომპლექსი გთავაზობთ:

 

  • გამწვანებულ რეკრეაციულ ზონებს
  • Rooftop რესტორანსა და კოქტეილ კაფეს
  • პარკს ფანტანით
  • სასეირნო ბილიკს, რომელიც პირდაპირ ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ საფეხმავლო გზას უერთდება.

შესაბამისად, Materia Living-ი არ არის უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი, ეს არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც აფასებს დროს, კომფორტს და ეძებს სრულფასოვან გარემოს.

Materia Estates ინფრასტრუქტურულად სრულად გამართულ მიწის ნაკვეთებს ითვალისწინებს. მფლობელი სასურველ კერძო სახლს ააშენებს და თავის ახალ ცხოვრებას დაცულ, კომფორტულ და პრესტიჟულ სამეზობლოში დაიწყებს.

ამ მიმართულების პირველი პროექტი, Tabakhmela Estates მატერიასგან, 8 ჰექტარზე გაშენებულ, ინფრასტრუქტურულად მოწყობილ მიწის ნაკვეთებს აერთიანებს. მფლობელს შეუძლია, აირჩიოს კომპანიის მიერ შეთავაზებული სახლის რამდენიმე პროექტიდან ერთ-ერთი ან ააშენოს ინდივიდუალური პროექტით, ფასადის შეთანხმების პირობით.

სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, პროექტის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია:

  • პადელისა და კალათბურთის მოედნები
  • ბავშვთა გასართობი სივრცე
  • სათავგადასავლო პარკი მოზარდებისთვის
  • ველობილიკი
  • ელექტრომობილების დამტენები
  • ტყეში მოწყობილი მოსასვენებელი
  • საპიკნიკე ზონები.

Materia Hills-ის ფარგლებში ტაბახმელაში პრემიალური ვილების დახურული დასახლების შექმნა იგეგმება. უნიკალური კონცეფციის მიხედვით, პროექტების შიდა ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება და ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი, რაც სრულად იზოლირებულ და თვითკმარ გარემოს შექმნის.

სამივე მიმართულება ერგება იმ ადამიანების სურვილებს, რომლებსაც დინამიკური ცხოვრების სტილი აქვთ და დასასვენებლად მყუდრო სივრცეს ეძებენ. მაგრამ, "მატერია" გთავაზობთ ბევრად მეტს — სივრცეს, სადაც სტაბილურ კომფორტთან ერთად, საერთო ღირებულებების მქონე სამეზობლოსაც შეიძენთ და მათთან ერთად ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას გაიზიარებთ.

კომპანიის შესახებ:  Materia დეველოპერული კომპანიაა, რომელიც გამორჩეული კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსებს ქმნის. იგი ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა. პროექტების სამშენებლო მიმართულებას კვლავ Outlook Construction უძღვება - კომპანია, რომელსაც ამ სფეროში 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

ეს გამოცდილება დადასტურებულია ისეთი წარმატებული პროექტებით, როგორიცაა სრულად გაყიდული Outlook Vake და ახალი პროექტი Outlook Forest. Outlook Development-ის რეპუტაცია Materia-ს თითოეული პროექტის ხარისხისა და სანდოობის გარანტიაა.

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდიდან მიიღებთ, ან ეწვიეთ გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი ვასილ ბარნოვის ქუჩა #84.

 

(R)

დღის ამბები