17 აგვისტო 2026,   13:30
ვრცლად
გარედან მართული პროცესებია და პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რევოლუციის, სახელმწიფო დამხობის და გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ, გაიხსენეთ ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან მარტივია - კახა კალაძე

"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნები მოიგო - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე. ობოლაძემ ისიც თქვა, რომ ოპოზიციას არც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოუგია. ოპოზიციის შეცდომებზე საუბრობს პარტია "ლელოც", გრიგოლ გეგელიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას თქვა, რომ პარლამენტის ტრიბუნის გამოყენება შესაძლოა ოპოზიციისთვის სასარგებლო ყოფილიყო. 

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, აღნიშნული გარედან მართული პროცესებია და პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოპოზიციას რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა.

"გარედან მართული პროცესებია და პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რევოლუციის, სახელმწიფო დამხობის და გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. გაიხსენეთ ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან მარტივია. მათ გარე ძალებს, "დიფ სთეითს", გლობალური ომის პარტიას უნდათ, რომ საქართველოს მართავდნენ თვითონ, თვითონ იყვნენ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არა ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ ზუსტად ჩვენნაირი ქვეყნები სჭირდებათ, უკრაინისნაირი იმისთვის, რომ თავისი ინტერესები გაატარონ. საჭირო იქნება, რომ ომში ჩართონ, ვიღაცას დააპირისპირონ და ამით ისარგებლონ თვითონ. უკრაინაში რაც ხდება ამით ვინ სარგებლობს, უკრაინელი ხალხი და უკრაინამ ისარგებლა ამით? ზუსტად ეს პროცესები უნდოდათ, რომ საქართველოში განხორციელებულიყო და ამ ტიპის პროცესებისთვის სჭირდებათ ჩვენნაირი ქვეყნები და რატომ უნდა მივცეთ ვიღაცას იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ხვალინდელი დღე. ამიტომ, ჩვენ გვიჭირავს პრინციპული პოზიცია ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით, პირველ რიგში ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და არავის ჩვენ არ ვებრძვით, პირიქით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

 

დღის ამბები