საფრანგეთში, ო-დე-სენში, 85 წლის მამაკაცის ცხედარი საკუთარ ბინაში იპოვეს. Le Parisien-ის ცნობით, პენსიონერი დაახლოებით სამი წლის წინ გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი საკუთარ ბინაში 22 სექტემბერს აღმოაჩინეს. ის იატაკზე, მჯდომარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მედიის ცნობით, მამაკაცის გაუჩინარება 3 წლის განმავლობაში ვერავინ შეამჩნია.
როგორც Le Parisien-ი წერს, მამაკაცს ქირა 2023 წლის თებერვლიდან არ გადაუხდია და კონსიერჟის მოსვლისას კარი აღარ გაუღია. მისი გახრწნილი ცხედარი საბოლოოდ მათ აღმოაჩინეს, ვინც ბინაში პენსიონერის გამოსასახლებლად მივიდა.
ფრანგული მედიის განმარტებით, მამაკაცს ოჯახი არ ჰყავდა და ის მარტო ცხოვრობდა. პროკურატურის ინფორმაციით, გაკვეთის შემდეგ, მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა ამ ეტაპზე, დანაშაულის კვალი არ აღმოუჩენიათ.