მადლობა ღმერთს, ახლა აღარ არის თავდასხმები აშშ-დან საქართველოს მიმართ, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, მთავარია, რომ ბრძოლა, რომელიც წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და "დიფ სთეითს" შორის, საბოლოოდ, ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებით დასრულდეს.
"მადლობა ღმერთს, ახლა აღარ არის თავდასხმები აშშ-დან საქართველოს მიმართ, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. მთავარია, რომ ბრძოლა, რომელიც წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და "დიფ სთეითს" შორის, საბოლოოდ დასრულდეს ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებით. მაგრამ, ეს უკვე გამარჯვებაა, ჩვენ ვხედავთ პირდაპირ შედეგებს იმისა, რომ "დიფ სთეითის" წინააღმდეგ იბრძვის ახალი ადმინისტრაცია და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ შეწყდა აშშ-დან თავდასხმები საქართველოზე", - განაცხადა კობახიძემ.