20 სამართალდამცველი დაშავდა ბარსელონაში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე. დაკავებულია რვა დემონსტრანტი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციაზე, სადაც 70 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა, არაერთი ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა - დემონსტრანტებმა დააზიანეს მაღაზიები, რომლებსაც, მათი მტკიცებით, ისრაელთან კავშირი ჰქონდათ.
ბარსელონის გარდა ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა მადრიდსა და ესპანეთის სხვა ქალაქებში. დემონსტრაციები იყო ლისაბონსა და რომშიც.
აქციების ახალი ტალღა მსოფლიოში ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის შეჩერებამ გამოიწვია.