ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ულოცავს.
"ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენმა პატრიოტმა მეგობრებმა - "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ბრავო. დიდი მილოცვა კახა კალაძეს, რომელიც ხელახლა აირჩიეს თბილისის მერად. მაინტერესებს, თუმცა სინამდვილეში არც, როდის დაგმობს ევროკავშირი ოპოზიციის განადგურებას," - წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში.