20 აგვისტო 2026,   13:33
ვრცლად
ამბროსი ხელაია ქადაგებისას ყოველთვის ხაზს უსვამდა ორ რამეს - თუ ეროვნული იდენტობის შენარჩუნება გვინდა, აუცილებელია დამოუკიდებელი ეკლესია და მეორე - აუცილებელია თავისუფლება, რომ ადამიანებმა თავისუფლებაში მოიპოვონ ეს ყველაფერი - თორნიკე გოგინაშვილი

"პირველი ეს ცნება იყო, რომ აუცილებელია ეროვნულ სახელმწიფოში მყარად იდგეს მარადიული ღირებულებების და ფასეულობების მატარებელი ეკლესია და მეორე, აუცილებელია თავისუფლება, რომ შეძლონ ადამიანებმა თავისუფლებაში მოიპოვონ ეს ყველაფერი," - ამის შესახებ ფილოსოფიის დოქტორანტი, თორნიკე გოგინაშვილი გადაცემაში "ისტორია დეტალებში" წმინდა აღმსარებელ ამბროსი ხელაიას ესახებ საუბრებისას ჰყვება.

"თუკი ჩვენ მის ქადაგებებს ჩავუკვირდებით, რომლებსაც ის წარმოთქვამდა თუნდაც სოხუმის ეკლესიაში, რომ ყოველთვის ხაზს უსვამდა ორ მთავარ რამეს - პირველი, ეს იყო, რომ თუკი ჩვენ გვინდა ეროვნული იდენტობა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი ეკლესია, რადგან შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა, მაგრამ რაც უცვლელია, ეს არის მარადიული ღირებულების მატარებელი ეკლესია. ამიტომ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა, როდესაც კირიონს ულოცავს ეპისკოპოსად დანიშვნას, ეუბნება ასეთ რაღაცას - ვინც რა უნდა ის წეროს, მთავარია, რომ შენ იდგე მყარად და მთავარია, რომ ეკლესია იყოს თავისუფალი და ამისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. პირველი ეს ცნება იყო, რომ აუცილებელია ეროვნულ სახელმწიფოში მყარად იდგეს მარადიული ღირებულებების და ფასეულობების მატარებელი ეკლესია და მეორე, აუცილებელია თავისუფლება, რომ შეძლონ ადამიანებმა თავისუფლებაში მოიპოვონ ეს ყველაფერი," - ამბობს თორნიკე გოგინაშვილი.

დღის ამბები