23 აგვისტო 2026,   03:20
ვრცლად
"ასული" ჩინეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - სპექტაკლმა აღიარება საქართველოში უკვე მოიპოვა, ახლა კი საერთაშორისო მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

ქორეოგრაფიული დრამა "ასული" ქალის ისტორიას გადმოსცემს, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ებრძვის. სპექტაკლმა აღიარება საქართველოში უკვე მოიპოვა, ახლა კი საერთაშორისო მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. თეატრი "ანარეკლის" ინოვაციური ნამუშევარი ჩინეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს.

სპექტაკლი ქართველი დრამატურგის, პოლიკარპე კაკაბაძის "სამი ასულის" მიხედვით შეიქმნა, მარჯანიშვილი თეატრის სცენაზე კი თანამედროვე ინტერპრეტაციით დაიდგა.

ჩინეთის თეატრალური ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა. ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც დასისთვის, ისე - ქართული თეატრისთვის. ის საშუალებას იძლევა, მსოფლიო აუდიტორიამ ქართული თეატრალური ხელოვნების განსხვავებული მხარე იხილოს.

საერთაშორისო ფესტივალზე დასი, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ჩინეთის მხარის დაფინანსებით, 9 და 10 ოქტომბერს წარდგება. 

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები