17 აგვისტო 2026,   18:44
ვრცლად
"ასეთი სტუმრები ხელს უწყობენ ქართული ღვინის განვითარებას და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე" - დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტს შეხვდა

დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა იმსჯელეს მევენახეობისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარებაზე და სომელიეს პროფესიის პოპულარიზაციაზე. კიდევ ერთი თემა იყო განხილული საერთაშორისო პროგრამების ინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ სომელიეები ხელს უწყობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას. 

"ასეთი სტუმრები ხელს უწყობენ ქართული ღვინის განვითარებას და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე. ჯამში მინდა ვთქვა, რომ სომელიეების აქტიურობა ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანია,"- აცხადებს სონღულაშვილი. 

დღის ამბები