19 ივნისი 2026,   22:45
ვრცლად
ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი გაიხსნა, რომელმაც იმავე პროვინციაში არსებული სხვა ხიდის რეკორდი მოხსნა

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი გაიხსნა, რომელმაც იმავე პროვინციაში არსებული სხვა ხიდის რეკორდი მოხსნა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

დიდ კანიონზე გადებული ჰუაძიანგის ხიდი ჩინეთის სამხრეთით, გუიჯოუს პროვინციაში, მდინარიდან 600 მეტრის სიმაღლეზე დგას. ის ორჯერ მეტია, ვიდრე სამეფო ხეობის ხიდი, რომელიც კოლორადოში, არკანზასის მდინარეზე 296 მეტრის სიმაღლეზეა და აშშ-ში ყველაზე მაღალი ხიდია.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, გუიჯოუს ახალი ხიდი ასევე მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდია, რომელიც მთიან რეგიონში მდებარეობს და მისი სიგრძე 1 460 მეტრს შეადგენს.

ხიდი, რომელსაც ჩინეთის უახლეს "ინფრასტრუქტურულ სასწაულს" უწოდებენ, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად განვითარებულ რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვისაა შექმნილი.

ოფიციალური პირების თქმით, ეს მასშტაბური პროექტი, რომლის მშენებლობასაც სამი წელი და რვა თვე დასჭირდა, კანიონის ორ მხარეს შორის მგზავრობის დროს ორი საათიდან ორ წუთამდე შეამცირებს და ძირითად ტურისტულ ადგილებს დააკავშირებს.

დღის ამბები