19 ივნისი 2026,   13:24
ვრცლად
ღაზის სამშვიდობო გეგმა - რა შესთავაზა ტრამპმა ნეთანიაჰუს?

თეთრ სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

დონალდ ტრამპის წინადადების მიხედვით, ღაზაში, საერთაშორისო თანამონაწილეობით, უნდა შეიქმნას დროებითი ადმინისტრაცია; "ჰამასი" უნდა ჩამოსცილდეს მმართველობას; მოძრაობის იმ წევრებს, რომლებიც მზად იქნებიან, დაყარონ იარაღი, შესაძლოა, შეეხოთ ამნისტია; არ უნდა განხორციელდეს პალესტინური ანკლავის მცხოვრებლების იძულებითი გადასახლება; "ჰამასმა" უნდა გაათავისუფლოს ყველა ტყვე, ისრაელმა კი გამოუშვას 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებული პალესტინელი პატიმრები.

ტრამპის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი გეგმას დათანხმდა, ყატარელმა და ეგვიპტელმა მომლაპარაკებლებმა კი ტრამპის გეგმა "ჰამასს" გააცნეს. ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წინადადება ისრაელის პერსპექტივისკენ იხრება, თუმცა საბოლოო პასუხისთვის წინადადების წერილობითი ვერსია მოითხოვეს.

დღის ამბები