ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავ ინარჩუნებს პოზიციას "პირველი კატეგორიის" ქვეყნების სიაში.
ამგვარად, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს და საანგარიშო პერიოდში სერიოზულ და მდგრად ძალისხმევას ავლენდა ამ მიმართულებით.
ანგარიშში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ძალისხმევაზე, რომელიც არის მიმართული ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანების დაცვა-მხარდაჭერისაკენ.