თბილისი ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმზე - საქართველოს დედაქალაქზე აქცენტი გაკეთდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანია "იზიჯეტის" ერთ-ერთ ახალ მიმართულებაზე.
"იზიჯეტი" ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ გაზაფხულზე შეასრულა.
ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში 6-ჯერ ასრულებს.