ოპოზიციის სიზიფეს მითად ქცეული ერთობა და რევოლუცია - ყოველი არჩევნების წინ სცენარიც ერთია და სურვილიც, ყოველი არჩევნების შემდეგ კი, ოპოზიციის ანგარიშზე მორიგი ფიასკო იწერება. გამონაკლისი არც 2025 წელია: მას შემდეგ, რაც ერთობა ერთი აზრის გარშემო ვერ შედგა, მათი გზები გაიყო - ნაწილისთვის გამარჯვება არჩევნებზე გადის, ნაწილისთვის კი ქუჩასა და დამხობაზე.
საქართველოს მოსახლეობა ამ სცენარსაც კარგად იცნობს და ეს ფილმიც ბევრჯერ აქვს ნანახი. ალბათ ამიტომ, ოპოზიციამ 4 ოქტომბრის დღის წესრიგში მცირე ცვლილება შეიტანა და ძალადობრივი მოწოდებები სიტყვა "მშვიდობიანის" მანტიით შემოსა. ავტორები ლიტერატურულ მწვერვალებთან ერთად ზუსტ მეცნიერებასაც შეეჭიდნენ. პაატა ბურჭულაძის შემდეგ, საქმეში კიდევ ერთი მომღერალი პოლიტიკოსი ჩაერთო და ყველამ ერთად იმის თვლა დაიწყო, რამდენ ადამიანს შეუძლია დაწესებულებების ბლოკირება და აქვს თუ არა ძალოვან უწყებას აქციის მონაწილეების გასანეიტრალებლად რესურსი.
ფაქტია, რომ რევოლუციური გეგმის ავტორები ქუჩაში სპეცრაზმის გამოყვანას განიხილავენ, არადა ამტკიცებენ, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება. დამხობა, წინააღმდეგობა, შენობების, გზებისა და მაგისტრალების ბლოკირება-პიკეტირება - ურთიერთგამომრიცხავი სიტყვებისა და ფაქტების მიუხედავად, ოპოზიცია ხალხს ქუჩაში ეპატიჟება. 4 ოქტომბრის შემოქმედები ავტორობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა პასუხისმგებლობას თითქმის ყველა გაურბის. სითამამე ანა წითლიძემ გამოიჩინა და თავი რევოლუციური პროცესების ავანგარდში მოიქცია.
იქნება თუ არა ასეთი თამამი, ან როგორც თავად იტყოდა ნარნარა ანა წითლიძე 4 ოქტომბრის შემდეგ? - ეს 6 დღეში გაირკვევა, თუმცა 6 დღით ადრეც "ქართული ოცნება" რევოლუციური იდეებით შეპყრობილებს აფრთხილებს, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არავინ უნდა გავიდეს. სახელისუფლებო გუნდი, ძალადობრივი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირებად ოპონენტებთან ერთად, იმ ევრობიუროკრატებსაც აცხადებს, ვინც საქართველოში რადიკალურ პროცესებს მხარს უჭერს.
ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსული პარტია, ქუჩაში ხალხის მობილიზებას ცდილობს, სხვა პარტიები კი პასუხისმგებლობისგან გაქცევას. მათი ნაწილი დამხობისთვის მობილიზებულ აქციაზე არჩევნების შემდეგ მივა, თუმცა თან ძალადობას ემიჯნებიან- ოპოზიცია პოზიციებს ვერ ათანხმებს.
ქვეყნის შიგნით, რეიტინგის გარეშე დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა" კი სამზადისის პარალელურად, მხარდაჭერას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ეძებს მაგალითად ლევან სანიკიძე. თუმცა პატარამდე, იყო დიდი - გუბაზ სანიკიძისა და თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი. ძალადობრივი რევოლუციური სცენარი თავის დროზე სწორედ, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ დაწერა. მაიდნის სცენარში ჩართულ ალასანიას ქართველი ხალხის მიმართ კრიტიკა და ლანძღვაც არ დაუშურებია.
ავტორი: იზი ბურნაძე
ხელისუფლების დამხობის გეგმა, მილიონის შოვნაზე მეოცნებე დიდმა სანიკიძემ, პატარას მემკვიდრეობით გადასცა, თუმცა სურვილი ისევ სურვილად რჩება. ვერც ბიძის ოცნება ახდა, არადა ამ საუბრიდან მალევე, კიდევ ერთი არჩევნების წინ საქართველოში უკანონო გზით, არაჟნის კონტეინერით მიხეილ სააკაშვილიც შემოვიდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, საფრის საზღვარს კიდევ ერთი სატვირთო მოადგა და ისიც უკრაინიდან - ამჯერად, არაჟნებისა და ყოფილი პრეზიდენტის ნაცვლად, ასაფეთქებელი ნივთიერებით. აქვს თუ არა ჰექსოგენის საქმეს კავშირი 4 ოქტომბრის აქციასთან- ამ კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს. ფაქტია ისიც, რომ ქვეყანამ ყველა რევოლუციური სცენარი აირიდა. მომავალშიც რომ ასე იქნება, ამის პირობას მთავრობის მეთაური დებს. პრემიერ მინისტრი ოპონენტებს კანონს ახსენებს.
რჩევა გაცემულია, გაითვლისწინებს თუ არა ამას ოპოზიცია ეს 4 ოქტომბერს გაირკვევა. 6 დღეში გაირკვევა ისიც, თუ რას აირჩევს ქართველი ხალხი- სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ საზოგადოება უარს ბევრჯერ ნაცად და ვერ შემდგარ ძალადობრივ სცენარს კიდევ ერთხელ ეტყვის, სწორედ ამიტომ ქართული ოცნება, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინშია.