"მე მოვუწოდებ ყველას, მივიდეს არჩევნებზე და თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება, ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას," - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა ნაციონალური ალტერნატივა-ს" ლიდერმა, იონ ჩებანიმ განაცხადა.
"მეუღლესთან ერთად გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება. ხმა მივეცი შიშის, სიცრუისა და საზოგადოების გახლეჩის წინააღმდეგ, ხმა მივეცი მოლდოვის განვითარებას, ჩვენი შვილების მომავალს, ქვეყნის მართვაში პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას. ხმა მივეცი ღირსეულ პენსიებსა და ხელფასებს, სამუშაო ადგილებს, მიგრაციის შეჩერებისა და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. მშვიდობის, კეთილდღეობისა და ხვალინდელი დღის რწმენის გასაძლიერებლად. დღეს საუბარია თქვენზე, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებო, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, მე მოვუწოდებ ყველას, მივიდეს არჩევნებზე და თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება, ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას," - განაცხადა იონ ჩებანიმ.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.