დიდ ბრიტანეთში ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრის ვინაობა გამოავლინეს. გამოკითხვის შედეგებით, რომელიც IPSOS-მა ჩაატარა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრემიერის ტიტული მთავრობის მოქმედ მეთაურს, კირ სტარმერს ხვდა წილად.
ამ დროისთვის მოქმედი პრემიერის მხარდაჭერის მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს, 79% კი მისი მუშაობით უკმაყოფილოა, რაც ყველა დროის ანტირეკორდად შეიძლება ჩაითვალოს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ სტარმერს მისი თანაპარტიელების 53%-იც არ უჭერს მხარს.