17 აგვისტო 2026,   17:50
ვრცლად
"ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატმა, დაბა ბაკურიანში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და ადგილობრივებს ბაკურიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ კურტანიძე წარუდგინა

"ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატმა, მამუკა გელაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

"ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეებთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. ამჯერად, სპორტის მინისტრთან, შალვა გოგოლაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან, პარლამენტის წევრთან, ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა დაბა ბაკურიანში გავმართეთ. ადგილობრივებს ბაკურიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ კურტანიძე წარვუდგინეთ.

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაბა ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოეწყო ბაკურიანის რეკრეაციული პარკი, პროექტის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 10 მილიონი ლარი გამოყო.ასევე, მოეწყო სათხილამურო ტრასა, მოწესრიგდა საავტომობილო გზები და შიდასაუბნო გზები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა და წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია.

მოგეხსენებათ, ბაკურიანი ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია და მისი უფრო მეტად განვითარებისთვის მე და ჩემი გუნდი ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ,"- წერს მამუკა გელაშვილი სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები