17 აგვისტო 2026,   12:33
ვრცლად
თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, სოფელ კაბალთან, ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა. შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით — შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი–ჭაბუკიანი–აფენი–კაბალის გზით და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები