23 აგვისტო 2026,   02:32
ვრცლად
აშშ-ის საელჩო - სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღის 32-ე წლისთავს გიერთდებით იმ ადამიანთა თავგანწირვისა და სიმამაცის გახსენებაში, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად

საქართველოში აშშ-ის საელჩო, სოხუმის დაცემის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღის 32-ე წლისთავს გიერთდებით იმ ადამიანთა თავგანწირვისა და სიმამაცის გახსენებაში, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად და რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლი,"წერს საელჩო.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

შეიარაღებულ დაპირისპირებას 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.

დღის ამბები