23 აგვისტო 2026,   00:47
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ, პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სურვილია, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.

"ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები