მამაკაცი, რომელიც Holiday Inn-ში მოქალაქეს იარაღით ემუქრებოდა, დააკავეს.
112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მამაკაცი იყო ჩაკეტილი და იარაღით იმუქრებოდა - ამავე ინფორმაციის მიხედვით, იყო გასროლის ხმაც, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო გასროლის ხმის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.
სამართალდამცველები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ, მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება.