რას გეგმავს ოპოზიცია 4 ოქტომბერს? "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო 9 დღეში მოკავშირეებს ეძებს და აქტიურად საუბრობს ხელისუფლების დამხობასა და რევოლუციაზე. სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან 4 ოქტომბერს წინააღმდეგობის გაწევისთვის. მათ შორის, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე ადასტურებს იმასაც, რომ აქტიურად არის ჩართული 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში და განიხილავს სამართალ დამცველების დაუმორჩილებლობას.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი.
"ძალიან მარტივი გეგმა არსებობს - უნდა ვიყოთ იმდენი, რამდენიც აქამდე არ ვყოფილვართ. რეჟიმმაც უნდა გააცნობიეროს, რომ არანაირი აზრი არ აქვს ძალადობას. ქართველი ხალხის გეგმა ყოველთვის იყო მშვიდობიანი, ამიტომ მშვიდობაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ,"- აცხადებს ფავლენიშვილი.